ინფორმაცია:
I დღე
დახვედრა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ტრანსფერი. თბილისის სასტუმროში განთავსება. დასვენების შემდეგ თბილისის მიმოხილვითი ექსკურსია, ძველი თბილისი, აბანოთუბნი, მეტეხი (XII საუკუნე) შარდენის ქუჩა, ძველი მეცეთი, სინაგოგა, სამების საკათედრო ტაძარი. ვახშამი ქართულ რესტორანში. ღამე განთავსება თბილისის სასტუმროში.
II დღე
საუზმის შემდეგ - გამგზავრება ყაზბეგის მიმართულებით, ასვლა ყაზბეგში, დათვალიერება: გერგეთის სამება (XIVს.) - გერგეთის წმ. დარიალის ხეობა, ხეობა უძველესი დროიდან იყო ამიერ და იმიერ კავკასიის დამაკავშირებელი გზა, სნოს ხეობა. სადილი. დაბრუნება თბილისში. ღამე განთავსება სასტუმროში.
IIIდღე
საუზმის შემდეგ გამგზავრება ბათუმის მიმართულებით. გზად მონახულება: მცხეთა–საქართველოს უძველესი დედაქალაქი, ჯვარის მონასტერი. სვეტიცხოველი - ყველაზე დიდი ისტორიულ-საეკლესიო ნაგებოობაა საქართველოში. ქ. გორი, სტალინის სახლმუზეუმი. უფლისციხე - კლდეში ნაკვეთი დასახლება. სადილი. ჩასვლა ბათუმში და განთავსება სასტუმროში.
IVდღე
საუზმის შემდეგ – ექსკურსია გონიოს ციხე -გონიოს ციხე, საუკუნეების მანილზე ჯერ რომის იმპერიის, შემდეგ ბიზანტია და იტალიის ქალაქ-რესპუბლიკების ინტერესს იჩენდნენ ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ციხესიმაგრისადმი, მახუნცეთის ჩანჩქერი,ბოტანიკური ბაღი, მწვანე კონცხი, ქალაქის მიმოხილვითი ექსკურსია. ვახშამი რესტორანში, ღამე განთავსება ბათუმის სასტუმროში.
V დღე
საუზმე და გამომგზავრება ქუთაისის მიმართულებით ქ. ქუთაისი. გელათი (XII-XII), მოწამეთა - ტაძარი აგებულია წმინდა ძმების დავით და კონსტანტინე მხეიძეების უკვდავსაყოფად. სათაფლიას ნაკრძალი, ნაკრძალში არის ბიოსპელეოლოგიური მუზეუმი, პრომეთეს მღვიმე - ერთ-ერთი უმდიდრესია განზომილებით, გამკვრივების მრავალსახეობით, მიწისქვეშა მდინარეების მნიშვნელობით და პეიზაჟის მრავალფეროვნებით, იგი წარმოადგენს დიდი მღვიმეების საერთაშორისო ტურისტულ მღვიმეს, მღვიმეში არის წარმოდგენილი მიწისქვეშა კარსტული აბსოლუტურად ყველა სახის ფორმა. ვახშამი. ღამე განთავსება ქუთაისის სასტუმროში.
VI დღე
საუზმის შემდეგ გამგზავრება სომხეთის საზღვართან. დახვედრა საზღვარზე და ტურის გაგრძელება სომხეთში. დილიჟანი - ერთ ერთი საუკეთესო კურორტი სომხეთში, დილიჟანის ეროვნული პარკი. სევანის ტბა. ჩასვლა ერევანში. სადილი. განთავსება სასტუმროში ქ. ერევანში.
VII დღე
საუზმის შემდეგ ერევანის მიმოხილვითი ექსკურსია: გამარჯვების პარკი, რესპუბლიკის მოედანი, ეროვნული მუზეუმი. გამგზავრება გარნის ხეობისკენ, კლდეში ნაკვეთი მონასტერი - გეღარდის (IVს) დათვალიერება. სადილი. დაბრუნება ერევანში.განთავსება სასტუმროში.
VIII დღე
საუზმის შემდეგ გამგზავრება ქალაქ ეჩმიაძინის მიმართულებით (შესულია იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაში). ზვართნოცის საკათედრო ტაძარი, წმ. რიფსიმეს ეკლესია, ვაღარშაპატი ეჩმიაძინის საკათედრო ტაძარი. სადილი. დაბრუნება ერევანში.განთავსება სასტუმროში.
IX დღე
საუზმის შემდეგ გამგზავრება საქართველოს საზღვრისკენ. გზად: ლორეს პროვინცია, რომელიც ესაზღვრება საქართველოს, ახპატის მონასტერის მონახულება, შეხვედრა საზღვარზე და ტურის გაგრძელება საქართველოში. ჩამოსვლა თბილისში. სადილი. განთავსება სასტუმროში.
X დღე
საუზმის შემდეგ გამგზავრება კახეთის მიმართულებით.დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი - კომპლექსი დაარსდა VI საუკუნის პირველ ნახევარში ერთ-ერთი ასურელი მამის, დავით გარეჯელის მიერ. იყალთო - სამონასტრო კომპლექსი დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამამ ზენონმა VI საუკუნეში, ალავერდი - ალავერდის მონასტერი, რომელიც VI საუკუნეში დააარსა იოსებ ალავერდელმა, ერთ-ერთმა ასურელმა მამამ. წინანდალი - აქ ცხოვრობდა გარსევან ჭავჭავაძე, რომელმაც 1783 წლის 24 ივლისს გეორგიევსკის ტრაქტატს მოაწერა ხელი.ხოლო ალექსანდრე ჭავჭავაძის სიცოცხლეში წინანდლის სასახლე იყო კულტურული კერა სადაც იკრიბებოდნენ ქართველი, რუსი პოეტები და ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადრენლები. სადილი. ღამე განთავსება თელავის სასტურმოში.
XIდღე
საუზმის შემდეგ გამგზავრება ყვარელში, ნეკრესი - ისტორიული ქალაქი. ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი. გრემი - გრემის ეკლესია და სამეფო საცხოვრებელი სახლი, გრემის მუზეუმში. ილიას ტბა, „ღვინის გვირაბი" - ისტორიული ღვინის საცავი გვირაბი. ღვინის და ჭაჭის დეგუსტაცია, პურიც ცხობა ტონეში, ჩურჩხელის ამოვლება. სადილი რესტორანში და გამომგზავრება ლაგოდეხში აზერბაიჯანის საზღვრებთან, საზღვრის ფორმალობების გავლა და ტურის გაგრძელება აზერბაიჯანში. ილისუ, კაშის რაიონი, შექი - ერთ - ერთი უძველესი ქალაქი აზერბაიჯანში. შექის მუზეუმი. განთავსება შექის სასტუმროში.
XII დღე
საუზმის შემდეგ ექსკურსიის გაგრძელება: კიშია ეკლესია, სოფელი ლაჰიჯი აქ მცხობრებნი განთქმულები არიან სპილენძის ნაკეთობების მჭედლობით. ჩამოსვლა ბაქოში, სადილი. ქ. ბაქოში სასტუმროში განთავსება.
XIII დღე
საუზმის შემდეგ ექსკურსია: იჩერი - შეჰერი ქ. ბაქოს ისტორიული ცენტრი. შირბანშაფიების სასახლე, ქალწულის კოშკი, ქარავანსარაი, „ცეცხლოვანი მთა" ვიზუალურად გასაოგნებელი ბუნებრივი აირის ცეცხლი, ათეშგაჰი - ცეცხლთაყვანისმცემელთა ტაძარი, სადილი, ღამისთევა ქ.ბაქოს სასტუმროში.
XIV დღე
საუზმის შემდეგ ტრანსფერი აეროპორტში
ფასი: 16 მგზავრის შემთხვევაში ერთი კაცის ღირებულება ორადგილიან ნომერში 4,860 ლარი