საქართველო - სომხეთი

თარიღი: 2015-02-10
ფასი:
ინფორმაცია:

I დღე 
დახვედრა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ტრანსფერი. თბილისის სასტუმროში განთავსება. დასვენების შემდეგ თბილისის მიმოხილვითი ექსკურსია, ძველი თბილისი, აბანოთუბნი, მეტეხი(XII საუკუნე)  შარდენის ქუჩა, ძველი მეჩეთი, სინაგოგა, სამების საკათედრო ტაძარი. ვახშამი ქართულ რესტორანში. ღამე განთავსება თბილისის სასტუმროში.

II დღე
საუზმის შემდეგ - გამგზავრება ყაზბეგის მიმართულებით, ასვლა ყაზბეგში, დათვალიერება: გერგეთის სამება (XIVს.) - გერგეთის წმ. დარიალის ხეობა, ხეობა უძველესი დროიდან იყო ამიერ და იმიერ კავკასიის დამაკავშირებელი გზა, სნოს ხეობა. სადილი. დაბრუნება თბილისში. ღამე განთავსება სასტუმროში.

III დღე
საუზმის შემდეგ გამგზავრება კახეთის მიმართულებით.დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი - კომპლექსი დაარსდა VI საუკუნის პირველ ნახევარში ერთ-ერთი ასურელი მამის, დავით გარეჯელის მიერ. იყალთო - სამონასტრო კომპლექსი დაარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამამ ზენონმა VI საუკუნეში,  ალავერდი - ალავერდის მონასტერი, რომელიც VI საუკუნეში დააარსა იოსებ ალავერდელმა, ერთ-ერთმა ასურელმა მამამ.  წინანდალი - აქ ცხოვრობდა გარსევან ჭავჭავაძე, რომელმაც 1783 წლის 24 ივლისს გეორგიევსკის ტრაქტატს მოაწერა ხელი.ხოლო ალექსანდრე ჭავჭავაძის სიცოცხლეში წინანდლის სასახლე იყო კულტურული კერა სადაც იკრიბებოდნენ ქართველი, რუსი პოეტები და ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადრენლები. სადილი. ღამე განთავსება თელავის სასტურმოში.

IV დღე 
საუზმის შემდეგგამგზავრება ყვარელში, ნეკრესი - ისტორიული ქალაქი. ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი. გრემი - გრემის ეკლესია და სამეფო საცხოვრებელი სახლი, გრემის მუზეუმში. ილიას ტბა, „ღვინის გვირაბი" - ისტორიული ღვინის საცავი გვირაბი. ღვინის და ჭაჭის დეგუსტაცია, პურიც ცხობა თონეში, ჩურჩხელის ამოვლება. სადილი რესტორანში, გამგზავრება თბილისში. ღამე განთავსება სასტუმროში.

V დღე 
საუზმის შემდეგ გამგზავრება ბათუმის მიმართულებით. გზად მონახულება: მცხეთა–საქართველოს უძველესი დედაქალაქი, ჯვარის მონასტერი. სვეტიცხოველი - ყველაზე დიდი ისტორიულ-საეკლესიო ნაგებოობაა საქართველოში. ქ. გორი, სტალინის სახლმუზეუმი. უფლისციხე - კლდეში ნაკვეთი დასახლება.   სადილი. ჩასვლა ბათუმში და განთავსება სასტუმროში.

VI დღე
საუზმის შემდეგ – ექსკურსია გონიოს ციხე -გონიოს ციხე, საუკუნეების მანძილზე ჯერ რომის იმპერიის, შემდეგ ბიზანტია და იტალიის ქალაქ-რესპუბლიკებიდიდ ინტერესს იჩენდნენ ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ციხესიმაგრისადმი, მახუნცეთის ჩანჩქერი,ბოტანიკური ბაღი, მწვანე კონცხი,  ქალაქის მიმოხილვითი ექსკურსია. ვახშამი რესტორანში, ღამე განთავსება ბათუმის სასტუმროში.

VII დღე
საუზმე და  გამომგზავრება ქუთაისის მიმართულებით  ქ. ქუთაისი. გელათი (XII-XII), მოწამეთა - ტაძარი აგებულია წმინდა ძმების დავით და კონსტანტინე მხეიძეების უკვდავსაყოფად.  სათაფლიას ნაკრძალი, ნაკრძალში არის ბიოსპელეოლოგიური მუზეუმი, პრომეთეს მღვიმე -  ერთ-ერთი უმდიდრესია განზომილებით, გამკვრივების მრავალსახეობით, მიწისქვეშა მდინარეების მნიშვნელობით და პეიზაჟის მრავალფეროვნებით, იგი წარმოადგენს დიდი მღვიმეების საერთაშორისო ტურისტულ მღვიმეს, მღვიმეში არის წარმოდგენილი მიწისქვეშა კარსტული აბსოლუტურად ყველა სახის ფორმა. ვახშამი. ღამე განთავსება ქუთაისის სასტუმროში.

VIII დღე
საუზმის შემდეგ გამგზავრება სომხეთის საზღვართან. დახვედრა საზღვარზე და ტურის გაგრძელება სომხეთში. დილიჟანი - ერთ ერთი საუკეთესო კურორტი სომხეთში, დილიჟანის  ეროვნული პარკი. სევანის ტბა. ჩასვლა ერევანში. სადილი. განთავსება სასტუმროში ქ. ერევანში.

IX დღე
საუზმის შემდეგ ერევანის მიმოხილვითი ექსკურსია: გამარჯვების პარკი, რესპუბლიკის მოედანი, ეროვნული მუზეუმი. გამგზავრება გარნის ხეობისკენ, კლდეში ნაკვეთი მონასტერი - გეღარდის  (IVს) დათვალიერება. სადილი. დაბრუნება ერევანში.განთავსება სასტუმროში.

X დღე
საუზმის შემდეგ გამგზავრება ქალაქ ეჩმიაძინის მიმართულებით (შესულია იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაში). ზვართნოცის საკათედრო ტაძარი, წმ. რიფსიმეს ეკლესია, ვაღარშაპატი ეჩმიაძინის საკათედრო ტაძარი. სადილი. დაბრუნება ერევანში.განთავსება სასტუმროში

XI დღე
საუზმის შემდეგ გამგზავრება საქართველოს საზღვრისკენ. გზად: ლორეს პროვინცია, რომელიც ესაზღვრება საქართველოს, ახპატის მონასტერის მონახულება, დაბრუნება ერევენში ვახშამი, ტრანსფერი აეროპორტში. 

ფასი: 16  მგზავრის შემთხვევაში ერთი კაცის ღირებულება ორადგილიან ნომერში 3360 ლარი

ტურის ღირებულებაში შედის:

სასტუმროში განთავსება:
თბილისში 3 ღამე
ბათუმში 2 ღამე
ქუთაისში 1 ღამე
თელავში 1 ღამე
ერევანში 3 ღამე

ორჯერადი კვება: საუზმე სასტუმროში, სადილი რესტორანში.
გიდის მომსახურეობა
ტრანსპორტით მომსახურება
მუზეუმის ბილეთები
მინერალური წყალი

ტურის ღირებულებაში არ შედის:

საქართველოს და სომხეთისა ვიზის ღირებულება.




Share: