საქართველო - აზერბაიჯანი

თარიღი: 2015-02-10
ფასი:
ინფორმაცია:

I დღე 
დახვედრთბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ტრანსფერი. თბილისის სასტუმროში განთავსება. დასვენების შემდეგ თბილისის მიმოხილვითი ექსკურსია, ძველითბილისი, აბანოთუბნი, მეტეხი (XII საუკუნე), ძველი მეცეთი, სინაგოგა, სამების საკათედრო ტაძარი. ვახშამი ქართულ რესტორანში. ღამე განთავსება თბილისის სასტუმროში.

II დღე
საუზმის შემდეგ - გამგზავრება ყაზბეგის მიმართულებით, ასვლა ყაზბეგში, დათვალიერება: გერგეთის სამება (XIVს.) - გერგეთის წმ. დარიალის ხეობა, ხეობა უძველესი დროიდან იყო ამიერ და იმიერ კავკასიის დამაკავშირებელი გზა, სნოს ხეობა. სადილი. დაბრუნება თბილისში. განთავსება სასტუმროში.

III დღე
საუზმის შემდეგ გამგზავრება ბათუმის მიმართულებით. გზად მონახულება: მცხეთა–საქართველოს უძველესი დედაქალაქი, ჯვარის მონასტერი. სვეტიცხოველი - ყველაზე დიდი ისტორიულ-საეკლესიო ნაგებოობაა საქართველოში.   სადილი. ჩასვლა ბათუმში და განთავსება სასტუმროში.

IV დღე
საუზმის შემდეგ – ექსკურსია გონიოს ციხე -გონიოს ციხე, საუკუნეების მანილზე ჯერ რომის იმპერიის, შემდეგ ბიზანტია და იტალიის ქალაქ-რესპუბლიკებიდან ინტერესს იჩენდნენ ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ციხესიმაგრისადმი, მახუნცეთის ჩანჩქერი,ბოტანიკური ბაღი, მწვანე კონცხი,  ქალაქის მიმოხილვითი ექსკურსია. ვახშამი რესტორანში, ღამე განთავსება ბათუმის სასტუმროში.

V დღე
საუზმე და  გამომგზავრება ქუთაისის მიმართულებით  ქ. ქუთაისი. გელათი (XII-XII), მოწამეთა - ტაძარი აგებულია წმინდა ძმების დავით და კონსტანტინე მხეიძეების უკვდავსაყოფად.  სათაფლიას ნაკრძალი, ნაკრძალში არის ბიოსპელეოლოგიური მუზეუმი, პრომეთეს მღვიმე -  ერთ-ერთი უმდიდრესია განზომილებით, გამკვრივების მრავალსახეობით, მიწისქვეშა მდინარეების მნიშვნელობით და პეიზაჟის მრავალფეროვნებით, იგი წარმოადგენს დიდი მღვიმეების საერთაშორისო ტურისტულ მღვიმეს, მღვიმეში არის წარმოდგენილი მიწისქვეშა კარსტული აბსოლუტურად ყველა სახის ფორმა. ვახშამი. ღამე განთავსება ქუთაისის სასტუმროში. 

VI დღე
საუზმის შემდეგ გამგზავრება თბილისში. გზად ქ. გორი, სტალინის სახლმუზეუმი. უფლისციხე - კლდეში ნაკვეთი დასახლება. ჩამოსვლა თბილისში სასტუმროში განმთავსება. დასვენების შემდეგ გასეირნება შარდენის ქუჩაზე. ვახშამი რესტორანში. დაბრუნება სასტუმროში.

VII დღე
საუზმის შემდეგ გამგზავრება კახეთის მიმართულებით. დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი - კომპლექსი დაარსდა VI საუკუნის პირველ ნახევარში ერთ-ერთი ასურელი მამის, დავით გარეჯელის მიერ. იყალთო - სამონასტრო კომპლექსი დაარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამამ ზენონმა VI საუკუნეში,  ალავერდი - ალავერდის მონასტერი, რომელიც VI საუკუნეში დააარსა იოსებ ალავერდელმა, ერთ-ერთმა ასურელმა მამამ.  წინანდალი - აქ ცხოვრობდა გარსევან ჭავჭავაძე, რომელმაც 1783 წლის 24 ივლისს გეორგიევსკის ტრაქტატს მოაწერა ხელი.ხოლო ალექსანდრე ჭავჭავაძის სიცოცხლეში წინანდლის სასახლე იყო კულტურული კერა სადაც იკრიბებოდნენ ქართველი, რუსი პოეტები და ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადრენლები. სადილი. ღამე განთავსება თელავის სასტურმოში.

VIII დღე
საუზმის შემდეგგამგზავრება ყვარელში, ნეკრესი - ისტორიული ქალაქი. ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი. გრემი - გრემის ეკლესია და სამეფო საცხოვრებელი სახლი, გრემის მუზეუმში. ილიას ტბა, „ღვინის გვირაბი" - ისტორიული ღვინის საცავი გვირაბი. ღვინის და ჭაჭის დეგუსტაცია, პურის ცხობა თონეში, ჩურჩხელის ამოვლება. სადილი რესტორანში და გამომგზავრება ლაგოდეხში აზერბაიჯანის საზღვრებთან, საზღვრის ფორმალობების გავლა და ტურის გაგრძელება აზერბაიჯანში. ილისუ, კაშის რაიონი, შექი -  ერთ - ერთი უძველესი ქალაქი აზერბაიჯანში.  შექის მუზეუმი. განთავსება შექის სასტუმროში.

IX დღე
საუზმის შემდეგ  ექსკურსიის გაგრძელება: კიშია ეკლესია, სოფელი ლაჰიჯი აქ მცხოვრებნი  განთქმულები არიან სპილენძის ნაკეთობების მჭედლობით. ჩამოსვლა ბაქოში, სადილი. ქ. ბაქოში სასტუმროში განთავსება.

X დღე
საუზმის შემდეგ ექსკურსია: იჩერი - შეჰერი ქ. ბაქოს ისტორიული ცენტრი.  შირბანშაფიების სასახლე, ქალწულის კოშკი, ქარავანსარაი, „ცეცხლოვანი მთა"  ვიზუალურად გასაოგნებელი ბუნებრივი აირის ცეცხლი, ათეშგაჰი - ცეცხლთაყვანისმცემელთა ტაძარი, სადილი, ღამე განთავსება ქ.ბაქოს სასტუმროში.

XI დღე
საუზმის შემდეგ ტრანსფერი აეროპორტში
ფასი: 16  მგზავრის შემთხვევაში ერთი კაცის ღირებულება ორადგილიან ნომერში 3480 ლარი

ტურის ღირებულებაში შედის:

სასტუმროში განთავსება:
თბილისში 3 ღამე
ბათუმში 2 ღამე
ქუთაისში 1 ღამე
თელავში 1 ღამე
შექი 1 ღამე
ბაქო 2 ღამე
ორჯერადი კვება: საუზმე სასტუმროში, სადილი რესტორანში.
გიდის მომსახურეობა
ტრანსპორტით მომსახურება
მუზეუმის ბილეთები
მინერალური წყალი





Share: