საქართველო - ოქროს საწმისის ქვეყანა

თარიღი: 2015-02-10
ფასი:
ინფორმაცია:

I დღე
დახვედრა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ტრანსფერი. თბილისის სასტუმროში განთავსება. დასვენების შემდეგ თბილისის მიმოხილვითი ექსკურსია, ძველი თბილისი, აბანოთუბნი, მეტეხი (XII საუკუნე)  შარდენის ქუჩა, ძველი მეჩეთი, სინაგოგა, სამების საკათედრო ტაძარი. ვახშამი ქართულ რესტორანში. ღამისთევა თბილისის სასტუმროში.

II დღე
საუზმის შემდეგ ექსკურსია მცხეთაში – საქართველოს უძველესი დედაქალაქი, ჯვარის მონასტერი. სვეტიცხოველი - ყველაზე დიდი ისტორიულ-საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში. შიო მღვიმეს მონასტერი. სადილი მცხეთაში. თბილისში დაბრუნება. განთავსება სასტუმროში.

III დღე
საუზმე და  გამომგზავრება დასავლეთ საქართველოში ქუთაისის მიმართულებით  ქ. ქუთაისი. გელათი (XII-XII), ბაგრატის ტაძარი,  მოწამეთა - ტაძარი აგებულია წმინდა ძმების დავით და კონსტანტინე მხეიძეების უკვდავსაყოფად.  სათაფლიას ნაკრძალი, ნაკრძალის ტერიტორია მდიდარია მდიდარი კარსტული მღვიმეებით. ნაკრძალში არის ბიოსპელეოლოგიური მუზეუმი, ვახშამი. ღამე განთავსება ქუთაისის სასტუმროში.

IV დღე
საუზმის შემდეგ გამგზავრება სვანეთში, ასვლა მესტიაში, მესტია ქართული ხუროთმოძღვრებისა და ეთნოგრაფიის ერთ-ერთი ღირშესანიშნავი ძეგლია.  განთავსება საოჯახო სასტუმროში. დასვენების შემდეგ თქვენ დაათვალიერებთ  მესტიის ღირსშესანიშნაობებს, მესტიის წმინდა გიორგის  ეკლესიას (XI საუკუნის დასასრული - XII საუკუნის დასაწყისი), მესტიის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს. განთავსება მესტიის სასტუმროში.

V დღე
საუზმის შემდეგ  გაემგზავრებით  უშგულის მიმართულებით. ნახავთ ჩაჟაშს (იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი), ლამარიას ეკლესიას (ეკლესიას შემორტყმული აქვს გალავანი, რომელიც დასავლეთის მხრიდან სრულდება სვანური კოშკითა და ორი დამხმარე ნაგებობით. ეკლესია ბაზილიკის ტიპისაა. ეკლესიის ეზოში დგას ქვის დიდი სკამი. გადმოცემის თანახმად ამ სკამზე მოკლეს უშგულის დაპყრობის მსურველი თავად - ფუთა დადეშქელიანი), არქეოლოგიურ მუზეუმს,  თამარ მეფის ზამთრისა და ზაფხულის რეზიდენციის კოშკებს. დაბრუნება მესტიაში  და ღამე განთავსება სასტუმროში. 

VI დღე
საუზმის შემდეგ სოფელი ლატალის კულტურული ძეგლების დათვალიერება. სოფელი ბეჩო -რომელიც მდებარეობს უშბის მთის ძირში და საიდანაც იშლება ულამაზესი ხედი მთაზე. რამოდენიმე სახეობის მინერალური წყლის დაგემოვნება. ღამისთევა სოფელ ბეჩოში ოჯახური ტიპის სასტუმროში. ვახშამი.

VII დღე
საუზმის შემდეგ გამგზავრება ზუგდიდის მიმართულებით, დადიანების სასახლე და მუზეუმი. მუზეუმის გარშემო მდებარეობს სამეგრელოს მთავარ დადიანთა მიერ გაშენებული ტყე-პარკი 67 ჰექტარზე, სადაც ხარობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი უნიკალური და მრავალწლიანი ხეები და ბუჩქები. სადილი რესტორანში. გამგზავრება  შავიზღვისპირეთის ერთ-ერთი ულამაზესი ქალქი ბათუმის მიმართულებით. გზად  ჯიხეთის სამონასტრო კომპლექსს (ლანჩხუთის რაიონი) პალიასტომის ტბა (გამდინარე ტბა ოდიშ-გურიის დაბლობზე, ქალაქ ფოთთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში. ზედაპირის ფართობი 18,2 კმ². აუზის ფართობი 547 კმ², მაქსიმალური სიღრმე 3,2 მ, საშუალო სიღრმე 2,6 მ. წყლის მოცულობა 52 მლნ. მ³. მდებარეობს ზღვის დონიდან 0.3 მ-ით დაბლა. საზრდოობს წვიმის წყლითა და შენაკადებით). ჩასვლა ბათუმში და განთავსება სასტუმროში, ვახშამი. საღამოს ბულვარში გასეირნება.

VIII დღე
საუზმის შემდეგ გაემგზავრებით მწვანე კონცხზე და დაათვალიერებთ ერთ-ერთ ულამაზეს ბოტანიკურ ბაღს (გაშენებულია 111 ჰექტარზე, იქ ხარობს უნიკალური ჯიშის მცენარეები). შემდეგ  ნახავთ გონიოს ციხეს (გონიოს ციხე XII საუკუნის შემდგომდროინდელი სახელწოდებაა.) II საუკუნეში აქ რომაელთა ხუთი კოჰორტა იდგა. საუკუნეების მანილზე ჯერ რომის იმპერიის, შემდეგ ბიზანტია და იტალიის ქალაქ-რესპუბლიკები დიდ ინტერესს იჩენდნენ ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ციხესიმაგრისადმი.  ნახავთ არქეოლოგიურ მუზეუმს.  დაბრუნება სასტუმროში და გასეირნება ღამის ბათუმში. ვახშამი.

IX  დღე
საუზმის შემდეგ ტრანსფერი აეროპორტში.
ფასი: 16  მგზავრის შემთხვევაში ერთი კაცის ღირებულება ორადგილიან ნომერში 2460 ლარი

ტურის ღირებულებაში შედის:

სასტუმროში განთავსება:
თბილისი 1 ღამე
ქუთაისი 2 ღამე
მესტია 2 ღამე
ბეჩო 1 ღამე
ბათუმი 2 ღამე

ორჯერადი კვება: საუზმე სასტუმროში, სადილი რესტორანში.
გიდის მომსახურეობა
ტრანსპორტით მომსახურება
მუზეუმის ბილეთები
მინერალური წყალი





Share: